ასსა ჰოლდინგი წარმოადგენს წამყვანი ქართული კომპანიების გაერთიანებას, რომლებიც ინოვაციურად და წარმატებით ოპერირებენ ქვეყნის ეკონომიკის ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა: რითეილი, დისტრიბუცია, ლოგისტიკა, ტურიზმი და HoReCa სექტორი.
ასსა ჰოლდინგის თანამფლობელობაში შემდეგი კომპანიებია: სადისტრიბუციო კომპანია “ფუდსერვისი”, “ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე”, მაღაზიათა ქსელი “SPAR Vake”, რესტორანი “strEAT 1961 by Vake”, ზოო მაღაზიათა ქსელი "ურბან თეილსი", საქველმოქმედო ფონდი “ერთგულება”
ასსა ჰოლდინგი, ჰოლდინგში შემავალი კომპანიებისთვის აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის ანალიტიკოსი პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის #4 (მზიური ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი: 09:00სთ-17:00სთ, პარასკევი: 09:00სთ-14:00სთ
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ჩვენ გთავაზობთ:
ძირითადი მოვალეობები:
-
1C პროგრამის ყოველდღიური ადმინისტრირება, მონიტორინგი და პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფა
-
სისტემური შეცდომების დიაგნოსტიკა, ანალიზი და აღმოფხვრა
-
1C მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერა და სისტემის ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა
-
პროგრამაში არსებული ინფორმაციის კონტროლი და განახლება
-
სხვადასხვა სისტემების 1C-თან ინტეგრაციის პროცესში ჩართულობა
-
სტრატეგიულ პროექტებში მონაწილეობა
-
ERP მიმართულების წლიური გეგმის შემუშავებაში ჩართულობა
-
დადგენილი პერიოდულობით რეპორტინგის წარმოება
-
ახალი ფუნქციონალების დამუშავება, რელიზის განახლებისა და ტესტირების პროცესში მონაწილეობის მიღება
-
თვის დახურვისთვის საჭირო ტექნიკური ოპერაციების შესრულება
-
კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლა, ანალიზი და ოპტიმიზაციაში აქტიური მონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები:
-
უმაღლესი განათლება
-
1C, ERP-სთან მუშაობის გამოცდილება
-
მონაცემების დამუშავების და ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება
-
საოფისე პროგრამების ცოდნა
-
უფექტური კომუნიკაციის უნარი
-
პროექტების მართვის უნარი
-
გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ განაცხადი
გისურვებთ წარმატებას!