ასსა ჰოლდინგი წარმოადგენს წამყვანი ქართული კომპანიების გაერთიანებას, რომლებიც ინოვაციურად და წარმატებით ოპერირებენ ქვეყნის ეკონომიკის ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა: რითეილი, დისტრიბუცია, ლოგისტიკა, ტურიზმი და HoReCa სექტორი.
ასსა ჰოლდინგის თანამფლობელობაში შემდეგი კომპანიებია: სადისტრიბუციო კომპანია “ფუდსერვისი”, “ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე”, მაღაზიათა ქსელი “SPAR Vake”, რესტორანი “strEAT BBQ & Grill”, საქველმოქმედო ფონდი “ერთგულება”
ასსა ჰოლდინგი, ჰოლდინგში შემავალი კომპანიებისთვის აცხადებს ვაკანსიას 1C სისტემის ადმინისტრატორი პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის #4 (მზიური ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი: 09:00სთ-17:00სთ, პარასკევი: 09:00სთ-14:00სთ
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ჩვენ გთავაზობთ:
ძირითადი მოვალეობები:
1C პროგრამის ყოველდღიური ადმინისტრირება, მონიტორინგი და პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფა
სისტემური შეცდომების დიაგნოსტიკა, ანალიზი და აღმოფხვრა
1C მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერა და სისტემის ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა
პროგრამაში არსებული ინფორმაციის კონტროლი და განახლება
სხვადასხვა სისტემების 1C-თან ინტეგრაციის პროცესში ჩართულობა
სტრატეგიულ პროექტებში მონაწილეობა
ERP მიმართულების წლიური გეგმის შემუშავებაში ჩართულობა
დადგენილი პერიოდულობით რეპორტინგის წარმოება
ახალი ფუნქციონალების დამუშავება, რელიზის განახლებისა და ტესტირების პროცესში მონაწილეობის მიღება
თვის დახურვისთვის საჭირო ტექნიკური ოპერაციების შესრულება
კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლა, ანალიზი და ოპტიმიზაციაში აქტიური მონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები:
უმაღლესი განათლება
1C, ERP-სთან მუშაობის გამოცდილება
მონაცემების დამუშავების და ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება
საოფისე პროგრამების ცოდნა
უფექტური კომუნიკაციის უნარი
პროექტების მართვის უნარი
გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ განაცხადი
გისურვებთ წარმატებას!